ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 2 საათზე მეტია, გრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს არ ესწრება თავად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პროცესზე მისი ადვოკატები იმყოფებიან.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.
ადვოკატები აცხადებენ, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს. დარბაზში ადვოკატები პროკურორს კითხვებს უსვამენ.
თაგები:





