“ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაო ბუნებაში აღარ არსებობს”

ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მელიას გირაოთი გათავისუფლება შეუძლებელია და ეს სამართლებრივი აბსურდია.
"ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაო ბუნებაში აღარ არსებობს, იმიტომ რომ როდესაც ხდება პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ამით უქმდება მანამდე მიღებული გადაწყვეტილება გირაოს გამოყენების შესახებ, რაც გულისმობს იმას, რომ ფიზიკურად და ტექნიკურად შეუძლებელია ამ გირაოს გადახდა. ეს არის უბრალოდ "ქართული ოცნების" მიერ მოფიქრებული ტრიუკი, რომელიც გათვლილია ჩვენს დასავლელ მეგობრებზე, რომ წარმოაჩინონ, თითქოს მათი მიზანი არ არის მელიას პატიმრობაში ყოფნა და მელიას გათავისუფლება დამოკიდებულია თვითონ მელიას ნებაზე. რაც შეეხება თავად გირაოს გადახდას ნებისმიერი სხვა პირის მიერ, კიდევ მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ეს გირაო აღარ არსებობს და შესაბამისად, მის გადახდას ვერავინ ვერ მოახერხებს, ესაა სამართლებრივი აბსურდი" – აცხადებს მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
მისივე განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლების ორი მექანიზმი არსებობს: ერთი, რომ პროკურატურამ მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და მეორე, სასამართლომ, რომელსაც ორი თვის ვადაში უწევს ამ გადაწყვეტილების გადახედვა, თვითონვე შეცვალოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ნიკა მელია.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს