Logo

ნიკა ობოლაძე – ეს ვიზიტი ასახავს ჭეშმარიტებას, იმას, რომ აშშ არ აპირებს მიატოვოს საქართველო და ქართველი ხალხი

პოლიტიკა
828
Frontnews image description

ეს ვიზიტი ასახავს ჭეშმარიტებას, იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს მიატოვოს საქართველო და მიატოვოს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ქართველი ხალხი რუსული ხელისუფლებისგან თავს დაიხსნის, აშშ-ისგან მხარდაჭერა ექნება.

 

“ეს ვიზიტი ასახავს ჭეშმარიტებას, იმას რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს მიატოვოს საქართველო და მიატოვოს ქართველი ხალხი.

 

ჩვენ შეერთებული შტატებიდან გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა თუნდაც  MEGOBARI act-ის გათვალისწინებით და ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები გვეუბნება ერთ რამეს – თუ ქართველი ხალხი გააგრძელებს ბრძოლას, გადაარჩენს საკუთარი ქვეყნის დემოკრატიას, თუ ქართველი ხალხი თავს დაიხსნის რუსული ხელისუფლებისგან, ის მიიღებს დიდ ყურადღებას, დიდ მხარდაჭერას და დიდ მეგობრობას ამერიკის შეერთებული შტატებისგან”,  – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე თბილისში შეხვედრებს აგრძელებს. როგორც ცნობილია, დღეს ის პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები