ნიკა ობოლაძე - ის, რომ სხვამ არ დააფუძნოს სხვა პარტია, ან რომელიმე სხვა პარტიის ბაზაზე ვინმეს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოს, ეს შედეგი არ დადგება

ავტორი
Front News საქართველო
შეიძლება დადგეს ფაქტი, რომ რეგისტრაცია გაუუქმდეთ პარტიებს, მაგრამ ის, რომ სხვამ არ დააფუძნოს სხვა პარტია, ან რომელიმე სხვა პარტიის ბაზაზე ვინმეს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოს, ჩემი აზრით, ეს შედეგი არ დადგება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის შინაარსი სიგიჟეა, არაკონსტიტუციური, არასწორი და არალოგიკურია.
"ქართული ოცნების" სტრატეგია არის უფრო მეტად პიარსტრატეგია და პიარსპეცოპერაცია, ვიდრე სამართლებრივი ოპერაცია, ის სარჩელიც არის იმაზე, რომ პარტიებს გაუუქმდეს რეგისტრაცია და არაფერი სხვა, აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ ვინმეს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება. შეიძლება "ქართული ოცნება" ამით ცდილობს თავისი პიარის წარმოებას და იმის წარმოჩენას, რომ ესენი "ნაცები" არიან, ასაკრძალები არიან და ამიტომ დაამატეს ეს ერთი პარტიაც ამ სიაში. შეიძლება დადგეს ფაქტი, რომ რეგისტრაცია გაუუქმდეთ პარტიებს, მაგრამ ის, რომ სხვამ არ დააფუძნოს სხვა პარტია, ან რომელიმე სხვა პარტიის ბაზაზე ვინმეს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოს, ჩემი აზრით, ეს შედეგი არ დადგება. ეს არის ერთგვარი პიარსტრატეგიული სვლა, რომ თავიანთ ამომრჩეველს უთხრან - გავუუქმეთ პარტია, ნომერი აღარ აქვთ და ამ დროს ელჩებს და პარტიებს უთხრან, რომ წადით იუსტიციის სამინისტროში, დაარეგისტრირეთ სხვა პარტია და თუ გინდათ, იყავითო.
ამ ყველაფრის შინაარსი სიგიჟეა, არაკონსტიტუციური, არასწორი და არალოგიკურია მათი ქცევა. აქამდეც მოვიდა ეს ზიზღის ენა და დაპირისპირება, რომ ამასაც კი აკეთებენ უკვე", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართავს, რომელშიც გაზრდილი იქნება პარტიების ჩამონათვალი, კერძოდ, დაემატება პარტია "ფედერალისტები".
თაგები:
ნიკა ობოლაძე




