Logo

ნიკა სიმონიშვილი - ისეთი ვითარება შექმნეს, რომ სადაც არ უნდა იყო და საიდანაც არ უნდა საუბრობდე, შეიძლება დაგიჭირონ

პოლიტიკა
120
Frontnews image description

ისეთი ვითარება შექმნეს, რომ სადაც არ უნდა იყო და საიდანაც არ უნდა საუბრობდე, შეიძლება დაგიჭირონ, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, "გრანტების შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებებით ადამიანები იდევნებიან ქვეყნის გარეთაც კი.

"ქვეყნის შიგნით "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტები დევნოს და აქ მხოლოდ პოლიტიკოსები არ იგულისხმებიან, არამედ სამოქალაქო აქტივისტები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს. ისეთი ვითარება შექმნეს, რომ სადაც არ უნდა იყო და საიდანაც არ უნდა საუბრობდე, შეიძლება დაგიჭირონ.

ამ სიაში მოხვედრა ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის. ამის მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ ქმედებებთან, რომლებზეც "მოსკოვის მექანიზმში" არის საუბარი. 

საქმე ისაა, რომ "ქართული ოცნება" რაღაცას რომ ჩაიდენს, ამაზე შეფასება ერთი წლის შემდეგ დგება, მაგრამ იმ წლის განმავლობაში "ოცნება" კიდევ უფრო უარეს რაღაცებს წამოაწევს ხოლმე. ამ ტრანსნაციონალური დევნის გაძლიერების მაგალითია "გრანტების შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებებშიც. ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ, ისინიც "გრანტების შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილებებით იდევნებიან ქვეყნის გარეთაც კი", -  განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს შეემატა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები