“ნიკამ განაცხადა, რომ პროკურატურის ბრიფინგი მისთვის იყო სასაცილო, შანსი არის ნული იმის, რომ გირაო გადაიხადოს”


ავტორი
Front News საქართველო
ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის. ამის შესახებ საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის ნიკა გვარამიასთან ერთად იმყოფებოდა.
"ნიკამ განაცხადა, რომ პროკურატურის ბრიფინგი მისთვის იყო სასაცილო. შანსი არის ნული იმის, რომ ნიკამ გირაო გადაიხადოს. ეს არ ყოფილა მოულოდნელი, ეს იყო დადგმული ტრიუკი უცხოელების შეცდომაში შესაყვანად. ის არის მხნედ, საბრძოლო განწყობაზეა და ყველაზე მეტად რასაც ის ხაზს უსვამს, ორჯერ მოვინახულე და ორივეჯერ ამაზე ისაუბრა, ის არის ამაყი, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მყოფმა ადამიანებმა წინააღმდეგობა არ გაუწიეს პოლიციას.
როგორც იცით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად გვითხრა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, თუმცა ამით არაფერი არ დასრულებულა, იმიტომ რომ თავად ბრალდების და დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს აღკვეთი ღონისძიების გაუქმება. ამას სჭირდება ახალი საფუძველი, ისეთი გარემოება, რომელიც არ არსებობდა მისთვის პატიმრობის შეფარდების დროს", – აცხადებს ადვოკატი
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს