
ავტორი
Front News საქართველო
როგორც ერთ ქართველს, რომელსაც მართლა ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, ვალდებულება მაქვს ერთი ქართველი კაცის სათქმელი მაინც ვთქვა რამეს განსაკუთრებულად თუ ვერ შევცვლი. არ შეიძლება ჩვენი შვილები მათი იდეოლოგიით გაიზარდონ, ნახევარ საუკუნეში გააქრობენ ამ ქვეყანას. ვერ გადარჩება ქვეყანა, სადაც ეკლესიის, ნოდარ დუმბაძის, დავით აღმაშენებლის თუ რუსთაველის გინება „მოსულა“, რადგან ხუმრობაა, - წერს ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავა. წერილს მისი ადვოკატი შოთა მირველაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"ჩემო მეგობრებო, უკვე ალბათ ყველამ იცის გუშინ საღამოს მომხდარი ამბის შესახებ იმ ვითომ იუმორისტის ცემასთან დაკავშირებით. პოლიციაშიც მე თვითონ მივედი და ვაღიარე, რაც ჩავიდინე.
ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ არასდროს ვყოფილვარ ძალადობის მომხრე. სულ გამშველებლის პოზიციაში ვიყავი, თუ რამე ჩხუბს შევსწებივარ. თუმცა არის მომენტები, როდესაც სხვა გზა უბრალოდ არ რჩება, რათა უფრო დიდი ბოროტება არ დაგვატყდეს თავს. კი ხედავთ ყველა, რომ ამისი ნიშნები უკვე დიდი ხანია, აშკარად ჩანს.
ზოგადად, ამ კონკრეტულ ე.წ. იუმორისტზე ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან მისი ტიპაჟი, პიროვნული თვისებები, მანერები და ქცევები თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ არ შემიძლია, იმაზე არ ვილაპარაკო, რამაც გუშინდელი ფაქტი გამოიწვია. ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ე.წ. იუმორისტი და მისი მსგავსი ადამიანები სწორედ ის ხალხია, რომლებიც წლებია, ყველაზე საზიზღარი მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხს დაუკარგონ თავისი ისტორიის, კულტურისა და ყველაფერი ქართულის პატივისცემა. იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია.
ეს გადაგვარებული მენტალობის ხალხი კი გუშინ ქართულ ეკლესიას ლანძღავდა და დასცინოდა, დღეს ნოდარ დუმბაძეს აგინებენ, ხვალ იგივე შეიძლება გააკეთონ შოთა რუსთაველზე, დავით აღმაშენებელზე ან ნებისმიერზე, ვისითაც ვამაყობთ. ესაა მათი მიზანი, რადგან როდესაც ასეთი რაღაცები ჩვეულებრივი ამბავი ხდება, ეს უკვე მარტო ერთი ადამიანის ან მისი ოჯახის შეურაცხყოფა კი არ გამოდის, მთელი ქვეყნის მტრობა და შეურაცხყოფაა.
დარწმუნებული ვარ, ამაში ფულს უხდიან და ესენიც ყველაფერს კადრულობენ.
დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ეს ადამიანებიც იმ ხალხის ნაწილია, ვინც ყველაფერს „აპრავებს“, რაც ანტიქართული და ჩვენი ქვეყნის დამაქცეველია, გეი პროპაგანდა იქნება ეს, ეკლესიის გინება, ტრადიციების დაცინვა თუ ასეთი სხვა უამრავი მავნებლობა.
კიბატონო, ბევრი მეტყვის, მასეთები იმდენია, ასე ცემა-ტყეპით ებრძვიო? მაგრამ, როგორც ერთ ქართველს, რომელსაც მართლა ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, ვალდებულება მაქვს, ერთი ქართველი კაცის სათქმელი მაინც ვთქვა რამეს განსაკუთრებულად თუ ვერ შევცვლი. არ შეიძლება, ჩვენი შვილები მათი იდეოლოგიით გაიზარდონ, ნახევარ საუკუნეში გააქრობენ ამ ქვეყანას.
ვერ გადარჩება ქვეყანა, სადაც ეკლესიის, ნოდარ დუმბაძის, დავით აღმაშენებლის, თუ რუსთაველის გინება „მოსულა“, რადგან ხუმრობაა…
არ ვამბობ, რომ კანონი არ უნდა კანონობდეს. პირიქით, ვიცი, რომ ჩემი საქციელის გამო დავისჯები, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არსებობს მომენტი, როდესაც უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მოქმედება.
მე დავისაჯო, კი ბატონო, მაგრამ რამენაირად მოვახერხოთ, ამ მართლა აგენტების ასეთი ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ და მომავალი თაობები არ მოვაწამლინოთ სიცილ-კისკისში და სხვადასხვა გზებით შემოპარებული ანტიქართული საწამლავით.
ყველა ჩემიანს ბოდიშს გიხდით რომ განერვიულებთ.
ძალიან მიყვარხართ და ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო“.
თაგები:
ნიკო ხურცილავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს