ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს


ავტორი
Front News საქართველო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
ნიკოლ ფაშინიანი ხაზს უსვამს სომხეთსა და საქართველოს შორის მტკიცე მეგობრულ კავშირებს.
"გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას და გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოსტზე საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.
მტკიცე მეგობრულ კავშირებს სომხეთსა და საქართველოს შორის ზურგს უმაგრებს საუკუნოვანი კონტაქტები, ღრმა პატივისცემა და ნდობა ჩვენს ერებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები გააგრძელებენ თანამშრომლობას ერთობლივი პროგრამების განხორციელების ფარგლებში, რათა სრულად იყოს გამოყენებული სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის პოტენციალი ჩვენი სახელმწიფოების საკეთილდღეოდ", – ნათქვამია მილოცვაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს