Logo

ნიკოლა ებნოტერი – ეუთო რომან სუშენკოს საქმის მონიტორინგს აგრძელებს

საზოგადოება
760
Frontnews image description

ეუთო აგრძელებს რომან სუშენკოს დაპატიმრების საქმის მონიტორინგს, მაგრამ ჟურნალისტის შემთხვევის შესახებ ინფორმაციის ევროპული მედიასაშულებებით გავრცელება აუცილებელია. ამის შესახებ Front News-ს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგნელობის პროექტების ბიუროს ხელმძღვანელმა ნიკოლა ებნოტერმა განუცხადა.

 

“ჩვენ ვიცით რომან სუშენკოს საქმის შესახებ და დაკვირვებას ვაგრძელებთ, სასურველი შედეგის მისაღებად კი საჭიროა ვისაუბროთ ამის შესახებ  ფართო საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან კონტაქტი დავამყაროთ”, – მიიჩნევს ებნოტერი.

 

უკრაინელი ჟურნალისტი 2016 წლის 30 სექტემბერს მოსკოვში დააკავეს და ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, სუშენკო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელია.

 

Front News-თან საუბრისას ჟურნალისტის ადვოკატმა მარკ ფეიგინმა განაცხადა, რომ რომან სუშენკო 2017 წლის ბოლომდე უნდა შეიწყალონ, საქმის არსებითი განხილვა კი შემოდგომაზე უნდა დაიწყოს.

თაგები:

ეუთო
Advertisement