Logo

ნიკოლოზ მჭედლიშვილი - მთავრობის განცხადება მეზობლებთან კარგი ურთიერთობების და ომის აცილებაზე ორიენტირებული პოლიტიკის კლასიკური ნიმუშია

პოლიტიკა
238
Frontnews image description

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი მთავრობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც მჭედლიშვილი აღნიშნავს, მთავრობის ტექსტი დიპლომატიის სახელმძღვანელოებში შესატანი "ქეისია", ვინაიდან ის არის დაბალანსებული, ომის აცილებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის კლასიკური ნიმუში.

"საქართველოს მთავრობის დღევანდელი განცხადება, სადაც გამოხატულია სამძიმარი მიმდინარე ომში ისრაელის და ირანელი მოქალაქეების მსხვერპლის გამო ერთ ტექსტში, არის კლასიკური ნიმუში დაბალანსებული, მეზობლებთან კარგი ურთიერთობების და ომის აცილებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკისა.

დაახლოებით 14 წელი ვიყავი ჟურნალისტი, მას შემდეგ აქტიურად ვაკვირდები პოლიტიკას როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, მაგრამ ასეთი გაწონასწორებული განცხადება არასოდეს წამიკითხია.

დიპლომატიის სახელმძღვანელოებში შესატანი ქეისია!" - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები