Logo

ნიკოლოზ ყიფშიძე – ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს საავადმყოფოში

პოლიტიკა
360
Frontnews image description

ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მზად არის გადავიდეს საავადმყოფოში, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა. 

 

ყიფშიძის განმარტებით, ჰოსპიტალიზაციამდე ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების მხრიდან გასავლელია დეტალები, რის შემდეგაც  გაირკვევა,  რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს. 

 

“მიხეილ სააკაშვილი მზადაა გადავიდეს ჰოსპიტალში. ეს დღეს და ხვალ არ მოხერხდება, შაბათ-კვირას, ან არ ვიცი როდის იქნება ეს. გასავლელია პატარა საკითხები ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან. გავარკვევთ ყველაფერს ხვალ-ზეგ. 

 

ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ამთავრებს შიმშილობას. არავითარ შემთხვევაში. ის შიმშილობას აგრძელებს”, –  განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 20 დღეა, შიმშილობს.

Advertisement