Logo

ნიკოლოზ სამხარაძე - არა ერთხელ მოგვისმენია მსგავსი განცხადებები, თუმცა, ეს სიახლეა, როდესაც დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება

პოლიტიკა
248
Frontnews image description

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა სენატორ ჯინ შაჰინის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ ცნობებს ქართულ დემოკრატიაზე დარტყმა უწოდა.

სამხარაძის თქმით, "დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება განცხადებების გაკეთება“. მისივე თქმით, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს, შეუძლიათ მიმართონ როგორც ქართულ, ასევე გაერთიანებული საამიროების სამართალდამცველებს.

"არა ერთხელ მოგვისმენია მსგავსი განცხადებები, თუმცა, ეს სიახლეა, როდესაც დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ან ვარაუდებზე ხდება უკვე განცხადებების გაკეთება. არათუ დადასტურებული არ არის, საერთოდ სპეკულაციების სფეროდან არის. თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს მაშინ, მათ შეუძლიათ მიმართონ როგორც ქართულ, ასევე გაერთიანებული საამიროების სამართალდამცველებს. ეს ეპითეტები, რომელსაც ასე უხვად ურიგებენ ხოლმე სხვადასხვა ადამიანებს მერე თვითონ ამ ეპითეტების გაუფასურებას იწვევს, სამწუხაროდ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Advertisement