Logo

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

პოლიტიკა
169
Frontnews image description

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ეუთოს სამომავლო გეგმებს,  ევროპის უსაფრთხოების გარემოსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

მხარეებმა ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს მნიშვნელოვან და აქტიურ როლზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმის თაობაზე, რომ საქართველომ 2027 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარეობაზე შეიტანა განაცხადი.

ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის შემთხვევაში ეუთოს საქმიანობა უფრო სასარგებლო და ეფექტიანი გახდება.

ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძემ ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საპარლამენტო დღის წესრიგზე ისაუბრა.

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან იან ბრატუსთან. მასთან შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები იყო.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები