Logo

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნულ დიპლომატიურ აკადემიაში მოხსენებით წარდგა

პოლიტიკა
67
Frontnews image description

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვიზიტად კორეის რესპუბლიკაში, სეულში იმყოფება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის ეროვნული დიპლომატიური აკადემიის ხელმძღვანელთან ჩოე ჰიონგ ჩანთან. შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარება იყო.

შეხვედრის შემდეგ დიპლომატიური აკადემიის პროფესორებსა და ექსპერტებთან დისკუსია გაიმართა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.

აღნიშნულ დისკუსიაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მოხსენებით გამოვიდა. ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და უკრაინაში რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.

"კორეის  დიპლომატიური აკადემიის პროფესორებსა და ექსპერტებთან ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა. ვისაუბრე როგორც უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე, ასევე ნატოს გაფართოების საკითხზე. მიმოვიხილეთ შუა დერეფნის განვითარების საკითხი და მისი მნიშვნელობა. განსაკუთრებული დაინტერესება საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური ზრდის პოტენციალის თემებმა გამოიწვია. კითხვები ეხებოდა უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამშვიდობო პროცესს კავკასიაში, საქართველოს ურთიერთობებს ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები