
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის დაზვერვის განცხადება ძალზედ საეჭვოდ გამოიყურება. თუ უკრაინის მხარემ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოადგინა (რაც აუცილებლად უნდა მოეთხოვოს!), ეს ნაბიჯი არის უპასუხისმგებლო პროვოკაცია – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნაცმოძრაობის ხელისუფლების ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე წერს, რომელსაც 2000-2012 წლებში ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
მისი თქმით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება უმძიმეს ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას.
“უკრაინის დაზვერვის განცხადება ძალზედ საეჭვოდ გამოიყურება. მითითებულ მოწყობილობას აწარმოებენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ან სანქციები აქვთ დადებული რუსეთზე, ან რომლებსაც რუსეთისთვის გადასაცემად საქართველოს დერეფანი არ სჭირდებათ. ამგვარი ინფორმაციის გავრცელება უმძიმეს ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას. ამდენად, თუ უკრაინის მხარემ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოადგინა (რაც აუცილებლად უნდა მოეთხოვოს!), ეს ნაბიჯი არის უპასუხისმგებლო პროვოკაცია. კარგად მესმის მათი მდგომარეობის, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია“, – წერს ნიკოლოზ ვაშაკიძე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnikoloz.vashakidze.3%2Fposts%2F4836990093078970&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”304″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს