Logo

ნინო ბურჯანაძე – მე ვიცი, რომ ეს ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილებაა

პოლიტიკა
1391
Frontnews image description

პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიან კანდიდატს მხარს უჭერს, რადგან მიიჩნევს, რომ პარტიების კოორდინაცია ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილებაა.

 

“არიან ადამიანები, მათ შორის ჩემი ყოფილი მომხრეები, რომლებიც არ იღებენ ჩემს ამ გადაწყვეტილებას, რომ ერთიან კანდიდატს უნდა დავუჭიროთ მხარი და ერთიანი უნდა იყოს ოპოზიცია, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილებაა. 

 

პარტიები, რომლებიც ჩაბღაუჭებულები არიან მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს და იმაზე არიან ახლა ორიენტირებული, რომ როგორმე, ცოტა მეტი პროცენტი აიღონ, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე, რომ 4 წლის მერე გაძლიერებული შეხვდნენ ჩვეულებრივი ვადის შემდეგ ჩასატარებელ არჩევნებს, ეს პარტიები პირველ ადგილზე აყენებენ საკუთარ ინტერესებს და მეორე ადგილზე – ქვეყნისას”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Advertisement