
ავტორი
Front News საქართველო
სანამ ოპოზიციაში არ გაუქრებათ იმის ილუზიები, რომ დამოუკიდებლად გადალახავენ 5%-იან ბარიერს და ხელისუფლებასაც კი შეცვლიან თურმე, მანამ დარჩება ის რეალობა, რომელიც არის, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციური ერთობაა.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ერთმნიშვნელოვნად უნდა ხელისუფლების ცვლილება, ძალიან დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს “ქართულ ოცნებას” და იმედი აქვს, რომ რაღაც შეიცვლება, თუ ოპოზიცია გააგრძელებს ისე მოქმედებას, როგორც ახლა მოქმედებს, ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება, ხელისუფლების კონფიგურაცია არ შეიცვლება, ოპოზიციიდან პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ბარიერს ვერ გადალახავს, იმიტომ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის უმრავლესობა დარჩება სახლში.
ერთადერთი გამოსავალი არის ოპოზიციური ერთობა, ამაზე მე ვლაპარაკობ ძალიან დიდი ხანია.
სანამ ოპოზიციაში არ გაუქრებათ იმის ილუზიები, რომ დამოუკიდებლად გადალახავენ 5%-იან ბარიერს და ხელისუფლებასაც კი შეცვლიან თურმე, მანამ დარჩება ის რეალობა, რომელიც არის”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
თაგები:
ნინო ბურჯანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს