ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა

ავტორი
Front News საქართველო
პედაგოგმა და სამოქალაქო აქტივისტმა ნინო დათაშვილმა რუსთავის ქალთა მე-5 საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
ნინო დათაშვილი სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლო გაათავისუფლა.
აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რომელსაც ადვოკატები და ნინო დათაშვილიც დაეთანხმნენ.
გირაოს თანხა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში შეგროვდა.
ნინო დათაშვილი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო, 20 ივნისს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული კი ჯარიმას, ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნინო დათაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


