ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა

ავტორი
Front News საქართველო
მასწავლებელსა და აქტივისტ ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რომელსაც ადვოკატები და ნინო დათაშვილიც დაეთანხმნენ.
გირაოს თანხა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში შეგროვდა და ნინო დათაშვილი საპატიმროს დღესვე დატოვებს.
ნინო დათაშვილი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო, 20 ივნისს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული კი ჯარიმას, ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.
დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობის პერიოდში გაუარესდა და ის გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს.
თაგები:
ნინო დათაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


