Logo

ნინო დობორჯგინიძე - აუცილებლად უნდა მოგვისმინონ და ჩვენთან ერთად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოვიფიქროთ, რა არის საჭირო

Frontnews image description

ჩვენ წერილი გვაქვს გაგზავნილი პრემიერ-მინისტრთან. აუცილებლად უნდა მოგვისმინონ და ჩვენთან ერთად, უნივერსიტეტების მონაწილეობით და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოვიფიქროთ, რა არის საჭირო ამ ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ იყო შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

"გუშინ იყო შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, სამწუხაროდ, ნულოვანი შედეგით დასრულდა ეს შეხვედრა იმიტომ, რომ არცერთი ჩვენი არგუმენტი არ გაითვალისწინეს.

ჩვენ წერილი გვაქვს გაგზავნილი პრემიერ-მინისტრთან იმიტომ, რომ ვალდებულია, 17 500 სტუდენტიდან 3 ათასზე მეტი თანამშრომელი დგას ამ ინსტიტუციის უკან და კიდევ ვიმეორებ, ამ ქვეყნისთვის უაღრესად საჭირო საკითხებზე ვმუშაობთ. აუცილებლად უნდა მოგვისმინონ და ჩვენთან ერთად, უნივერსიტეტების მონაწილეობით და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოვიფიქროთ, რა არის საჭირო ამ ქვეყნისთვის და არა ისე, ძალოვანმა მინისტრებმა რომ განსაზღვრონ, რა სჭირდება განათლებას", - განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ. 

ილიას უნივერსიტეტს სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები