ნინო წილოსანი - გაუგებარია ვენეციის კომისია რატომ გვიკრძალავს ქართველებს, ვაკონტროლოთ უცხოური გავლენები ჩვენს ქვეყანაში

ავტორი
Front News საქართველო
"იმ პირობებში, როდესაც FARA-ს კანონმდებლობა ძალიან კარგად და წარმატებით მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაუგებარია ვენეციის კომისია, რატომ გვიკრძალავს ქართველებს, რომ გვქონდეს იდენტური გამჭვირვალობა და შესაბამისად, ვაკონტროლოთ უცხოური გავლენები ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა.
"როგორც ჩანს, ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, რომ გამჭვირვალობა უკანონოდ გამოაცხადოს და ის საფუძვლები, რომლებიც ჩვენს კანონმდებლობას, მათ შორის, გამჭვირვალობის შესახებ იქნება ეს თუ FARA-სთან იდენტურ კანონს აქვს, აღნიშნოს, რომ ეს კანონი არ ეკუთვნის საქართველოს. თუ იმ პირობებში, როდესაც FARA-ს კანონმდებლობა ძალიან კარგად და წარმატებით მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაუგებარია ვენეციის კომისია რატომ გვიკრძალავს ქართველებს, რომ გვქონდეს იდენტური გამჭვირვალობა და შესაბამისად ვაკონტროლოთ უცხოური გავლენები ჩვენს ქვეყანაში.
ასევე, საინტერესო არის, რომ მათ დასკვნაში მინიმუმამდე არის დაყვანილი სამართლებრივი არგუმენტები და უფრო მეტად აპელირება ხდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რაც ვფიქრობ, რომ არც ვენეციის კომისიის და არც რომელიმე სხვა გარე აქტორის გადასაწყვეტი არ არის. ამ კუთხითაც, აღნიშნული დასკვნა არის საკმაოდ უხეში ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში", - აცხადებს წილოსანი.
თაგები:
ნინო წილოსანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


