ნინო წილოსანი - მაია სანდუ არის პრეზიდენტი, რომელსაც უტიფრად შეუძლია თქვას, რომ საკუთარი ქვეყნის გაუქმებას დაუჭერდა მხარს

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც - “რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა”.
“მაია სანდუ არის პრეზიდენტი, რომელსაც უტიფრად შეუძლია თქვას, რომ საკუთარი ქვეყნის გაუქმებას დაუჭერდა მხარს და მას რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანდა. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, თუ რომელ პოლიტიკურ ორბიტას მიეკუთვნება ის თავად…”, - წერს ნინო წილოსანი.
მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღის გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ.
თაგები:
ნინო წილოსანი




