ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვენ

ავტორი
Front News საქართველო
ტვ "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ – საქმე ეხება ჟურნალისტების განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეს.
ისინი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვენ.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ აინტერესებთ, რა მასალა აქვს უწყებას და გამოიკითხა თუ არა ლევან მამალაძე. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და მოითხოვენ, რომ მუქარის შემცველ იმ განცხადებებზე დაიწყოს გამოძიება, რაც ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გააჟღერა საჯაროდ.
ჟურნალისტები მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას სწორედ ივანიშვილის ოჯახს აკისრებენ.
"ჩემი პოზიციაა, რომ ასეთ საქმეებზე მოხდეს გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან. მამალაძის ინტერვიუდან გამომდინარე, შემოგვთავაზეს სახელმწიფო დაცვის სამსახური, რაზეც უარი ვთქვით. ამის მიზანია ჩვენი, გამომძიებელი ჟურნალისტების კონტროლი..", – ამბობს ნოდარ მელაძე.
ნოდარ მელაძე მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით ახალ მუქარებზეც საუბრობს და ამბობს, რომ საჯარო სივრცეში ბერა ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუქარის შემცველი შეტყობინებები ვრცელდება, რაც ასევე გამოძიების დაწყების საფუძველია, თუმცა ის ამ დრომდე არ დაწყებულა.
"გამოძიება არ დაწყებულა, გამომძიებელმა მკითხა, ეს იყო ჩემთვის მქუარა თუ შეურაცხყოფა, როდესაც აქ იყო კონკრეტულად მუქარა და ჩემს განწყობას ელოდებოდნენ.. ბატნონი წიკლაურის საჯარო განცხადება მყისიერი საფრთხეა ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის და გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის.. ..ჩვენ გარეშეც შეეძლოთ ეს გაკეთებინათ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გომელაური ივანიშვილის პირადი დაცვაა და მას გააჩნია პირადი კონტაქტი ბატონ წიკლაურთან, რადგან ის ბერას პირადი მცველია, ყველაფერს თავისი სახელი მარტივად ერქმევა", – ამბობს მელაძე.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


