ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ფორუმში 80-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ფორუმი "შეეხე ისტორიას“ გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის საჯარო სკოლების 80-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, მსგავს ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობაზე და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-გაფრთხილების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში ფოტოკონკურსის “ამბის გზავნილის" გამარჯვებულები და ფორუმის მონაწილეები მინისტრმა სიმბოლური საჩუქრებით და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
ფორუმის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს თეორიული სწავლებებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, შეასრულეს სიმულაციური დავალებები. რომელიც წარმოსახვითი არქეოლოგიური ობიექტებისა და მოძრავი ძეგლების საგანგებო დაცვასა და ევაკუაციას მოიცავდა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის უფროსი, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მომზადების სამმართველოს წარმომადგენლები, სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.
თაგები:
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


