Logo

ნონა ქურდოვანიძე - ძალიან რთულია, ვთქვათ, რა იქნება ხვალ, ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ეს რეპრესიები თანდათან უფრო ღრმავდება

პოლიტიკა
119
Frontnews image description

ძალიან რთულია, ვთქვათ, რა იქნება ხვალ იმიტომ, რომ ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ეს რეპრესიები თანდათან უფრო ღრმავდება, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეალობა ქვეყანაში ძალიან მძიმეა, როგორც დამოუკიდებლობის ნაწილში, ისე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

"მედია არის ერთ-ერთი სამიზნე ამ რეპრესიული შემზღუდველი კანონების, ამის მანიშნებელია ზუსტად ის, რომ პროცესი ამ ცვლილებების დაწყებულია. ეს არის მედიის გაჩუმების მცდელობა. ეს რეზოლუცია კი მედიისა და მზია ამაღლობელის საკითხს ეხება, რომელიც სანიმუშოა, თუ როგორ ხდება პოლიტიკური მართლმსაჯულების პრაქტიკაში განხორციელება. ეს რეალობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, ძალიან მძიმეა, როგორც დამოუკიდებლობის ნაწილში, ისე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ეს კრიზისი თუ არ გადაილახა, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო გაუარესდება ეს მდგომარეობა. ამის მანიშნებელია სწორედ ეს რეპრესიები, რომელიც სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებების თუ პრაქტიკაში მისი აღსრულების ფორმით ხორციელდება დღეს საქართველოში.

ძალიან რთულია, ვთქვათ, რა იქნება ხვალ იმიტომ, რომ ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ეს რეპრესიები თანდათან უფრო ღრმავდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენი ორგანიზაცია ვაგრძელებთ ადამიანის უფლებებზე მუშაობას, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს, კანონისა და სამართლის უზენაესობის პრინციპების დასაცავად რა საშუალებასაც არსებული რეალობა გვაძლევს და მომავალშიც ვგეგმავთ, რომ იმ ადამიანების უფლებები დავიცვათ, რომლებიც ჩვენი დახმარებით სარგებლობენ", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

Advertisement