ნონა ქურდოვანიძე - ნინო დოლიძემ უპასუხა კითხვებს, რაც პროკურატურას ჰქონდა, ყველა კითხვაზე ამომწურავად გასცა პასუხი


ავტორი
Front News საქართველო
ნინო დოლიძემ უპასუხა კითხვებს, რაც პროკურატურას ჰქონდა. ყველა კითხვაზე ამომწურავად გასცა პასუხი. ეს კითხვები ძირითადად შეეხებოდა ზოგადად ორგანიზაციის საქმიანობას, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბრალდება, რაც პროკურატურას აქვს, აბსურდულია.
"ნინო დოლიძემ უპასუხა კითხვებს, რაც პროკურატურას ჰქონდა. ყველა კითხვაზე ამომწურავად გასცა პასუხი. ეს კითხვები ძირითადად შეეხებოდა ზოგადად ორგანიზაციის საქმიანობას, მათ შორის იმას, აკვირდებოდნენ თუ არა აქციებს, მათ შორის არჩევნებს, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია. რა შეიძლება ამას მოჰყვეს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ის ინფორმაცია, რაც პროკურატურას სჭირდებოდა, ნინო დოლიძის მხრიდან ამომწურავად არის პასუხგაცემული. მე დღევანდელ პროცესში ვმონაწილეობდი, როგორც ადვოკატი“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", „დემოკრატიის მცველების", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" , „საფარის" , „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
თაგები:
ნონა ქურდოვანიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს