ნონა მამულაშვილი – აუცილებელია, რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდეთ სავიზო რეჟიმი, თუნდაც 30-დღიანი, არ შეიძლება ეს ხალხი ასე უკონტროლოდ შემოდიოდეს ქვეყანაში

ავტორი
Front News საქართველო
აუცილებელია რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდეთ სავიზო რეჟიმი, თუნდაც 30-დღიანი. არ შეიძლება ეს ხალხი ასე უკონტროლოდ შემოდიოდეს ქვეყანაში და ამას არანაირი გაანალიზება არ მოყვეს სახელმწიფოს მხრიდან, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს ქვეყანაში უკონტროლოდ იღებდე.
“სრულიად ცივილიზებული სამყარო მიხვდა, რა საშიშროებას წარმოადგენს რუსეთი და ცდილობენ, ყველა საშუალებით არსებული სავიზო რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრონ. მე ვერ წარმომიდგენია ფაშისტური გერმანიის დროს მშვიდად და წყნარად მიეღოთ გერმანელები იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც თავს ესხმოდა გერმანია. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს რუსეთთან დაკავშირებით. ამის ფონზე ქვეყანაში შემოდიან რუსები და არ განიცდიან არანაირ დისკომფორტს იმის გამო, რომ მათი ქვეყანა არის ოკუპანტი. სრულიად უკონტროლო პროცესია, შესაძლოა, უკონტროლოდ შემოსული რუსეთი მოქალაქეები დივერსანტები იყვნენ, ამის მაგალითები გვაქვს უკრაინაში. აუცილებელია, რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდეთ სავიზო რეჟიმი, თუნდაც 30-დღიანი. არ შეიძლება ეს ხალხი ასე უკონტროლოდ შემოდიოდეს ქვეყანაში და ამას არანაირი გაანალიზება არ მოყვეს სახელმწიფოს მხრიდან.
ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ რომ თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან, ყოველგვარი მორიდების გარეშე და არც მალავენ ამას. მაშინ როდესაც ლანძღვენ აშშ-ს და დასავლელ პარტნიორებს, რუსეთის მიმართ ელემენტარულ კრიტიკასაც ვერ ვისმენთ“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.
თაგები:
ნონა მამულაშვილი




