Logo

ნოვაკ ჯოკოვიჩი წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს

სპორტი
330
Frontnews image description

9-16 ნოემბერს იტალიაში ჩოგბურთის წლის შემაჯამებელი ტურნირი გაიმართება, რომელშიც რეიტინგის საუკეთესო რვა მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას. უკვე ცნობილია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი შეჯიბრებას გამოტოვებს და მის ნაცვლად კორტზე ლორენცო მუსეტის ვიხილავთ.

“ტურინში თამაშს მოუთმენლად ველოდი, მაგრამ ფინალის შემდეგ მწუხარებით უნდა გამცნოთ, რომ ამ ტურნირში მონაწილეობაზე უარი უნდა ვთქვა. ვწუხვარ იმ გულშემატკივრების წინაშე, რომლებსაც ჩემი თამაშის ხილვა სურდათ, თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს”, - წერს ჯოკოვიჩი.

კარიერის 101-ე ტიტულის მოპოვება სერბ სპორტსმენს ძვირად დაუჯდა. ათენის ჩემპიონატის ფინალში 38 წლის ჩოგბურთელმა ლორენცო მუსეტი სამ სეტში – 4:6, 6:3, 7:5 დაამარცხა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას მისი უკვე არსებული მხარის ტრავმა გამწვავდა, რაც წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მისი გამოთიშვის მიზეზი გახდა.

Advertisement