
ავტორი
Front News საქართველო
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში ალიანსის სამიტზე ვლადიმერ პუტინს მიმართა და ურჩია, ბლოკის პროვოცირება არ მოახდინოს.
"ნუ გვეთამაშებით, ჩვენ არასოდეს დავესხმებით თავს არავის. ჩვენ მხოლოდ დავიცავთ ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენს დემოკრატიას და ტერიტორიას", - განაცხადა რუტემ პუტინს მიმართვისას.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მასიური სარაკეტო დარტყმები კრემლის ლიდერის სასოწარკვეთილების დასტურია ბრძოლის ველზე წარმატების არარსებობის გამო.
"ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად სასოწარკვეთილია პუტინი, რადგან უკრაინელები კარგად იბრძვიან ბრძოლის ველზე“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, უკრაინამ მართლაც გასაოცარ წარმატებებს მიაღწია. ეს, პირველ რიგში, ეხება რუსეთის ეკონომიკისთვის ძლიერ დარტყმებს, მტრის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული პოტენციალის განადგურებას მისი ტერიტორიის სიღრმეში.
რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის არმიას აღარ შეუძლია ფრონტზე მასშტაბური გარღვევების განხორციელება, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ მოხდა.
"სიტუაცია ახლა ჩიხს წააგავს. ამიტომ, გასულ ღამეს მომხდარი არის განურჩეველი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და უკრაინის ქალაქებზე. ადამიანები იღუპებიან, მაგრამ რუსეთი ამ გზით ომს ვერასოდეს მოიგებს“, - განაცხადა რუტემ.
თაგები:
მარკ რუტე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს