ნუგზარ წიკლაური – საყოველთაო ნეგატიური კონსესუსია “ქართული ოცნების” ირგვლივ, ისინი არიან პოლიტიკური კეთროვანები მთელ მსოფლიოში

ავტორი
Front News საქართველო
საყოველთაო ნეგატიური კონსესუსია „ქართული ოცნების” ირგვლივ, ისინი არიან პოლიტიკური მარგინალები და პოლიტიკური კეთროვანები მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთ მხარეს არის მოტივირებული ხალხი, ოპოზიციის სახით, მეორე მხარეს კი, კოლექტიური მარგარიტა სიმონიანები.
“ევროპის სახალხო პარტიის განცხადება, რომელიც გამოქვეყნდა, ამბობენ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაწერილი, ხშირად ამბობენ მსგავს რამეებს. თუ მართლა უფრო ეფექტურია რომელიმე პოლიტიკური ძალა, ვიდრე ხელისუფლება, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება არ უნდა იყოს. როგორც ჩვენ ვართ ევროპის სახალხო პარტიის წევრები, ისე „ქართული ოცნება“ არის ევროპის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში გაწევრიანებული. გაგიგიათ, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, ან სოციალ-დემოკრატების, ან „ალდეს“, რომელიმე პოლიტიკური, ან საექსპერტო ჯგუფის ხმა, რომელიც ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესანიშნავად გაატარა დემოკრატიული რეფორმები, რომ ისინი იმსახურებენ დემოკრატიულ გზას, ან ვინმე ცნობილი მოღვაწე, რომელიც არის ევროპის პარლამენტში, ან თავის ქვეყნის პარლამენტში, ან პრემიერ-მინისტრია, ან მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს, რომ უჭერდეს მათ მხარს? ეს არის საყოველთაო ნეგატიური კონსესუსი იმის გარშემო, რა არის „ქართული ოცნება“. ისინი არიან პოლიტიკური მარგინალები, ისინი არიან პოლიტიკური კეთროვანები მთელ მსოფლიოში. თუ ერთ მხარეს არის მოტივირებული ხალხი, მთელი ოპოზიციაზე ვამბობ, რომელსაც აქვთ მცირეოდენი სახესხვაობები, მაგრამ უნდათ ევროპული განვითარება, მეორე მხარეს არის კოლექტიური მარგარიტა სიმონიანები, რომლის ხელში ამ ქვეყანას ნამდვილად არ ექნება არანაირი პერსპექტივა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
თაგები:
ნუგზარ წიკლაური




