ნულანდი თანამდებობას ტოვებს


ავტორი
Front News საქართველო
ვიქტორია ნულანდი აპირებს გადადგეს პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობიდან უახლოეს კვირებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
“ვიქტორია ნულანდმა მაცნობა, რომ უახლოეს კვირებში აპირებს, დატოვოს პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა. ამ პოსტზე ის ახორციელებდა ბაიდენის სწრაფვას, დააბრუნოს დიპლომატია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში, აღადგინოს ამერიკის გლობალური ლიდერობა ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის გადამწყვეტ პერიოდში“, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.
ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე 35 წლის განმავლობაში, ექვსი პრეზიდენტისა და ათი სახელმწიფო მდივნის დროს მუშაობდა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ბლინკენმა სთხოვეს მენეჯმენტის საკითხებში მდივნის მოადგილეს ჯონ ბასს, რომ იყოს მისი მოვალეობის შემსრულებელი იქამდე, სანამ ნულანდის შემცვლელი არ დამტკიცდება.
თაგები:
ვიქტორია ნულანდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს