ოდესაში, ცენტრ “ივერიასთან” არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
ოდესაში, ცენტრ “ივერიასთან” არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ახალი 2021-2022 სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას საპატიო სტუმრები – საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილი მეუღლესთან ნინო ბრეგვაძესთან ერთად და თამარ მეფის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა სერგი დაესწრნენ.
ღონისძიება მოსწავლეების მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც თორნიკე ბერეკაშვილმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა.
მან ასევე ბავშვებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, მამა სერგიმ კი ღონისძიებაზე დამსწრეები დალოცა და ცენტრ “ივერიას” წმინდა გიორგის მოვერცხლილი ხატი სამახსოვროდ გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომლისთვისაც ფოტოსესიები ჯერ კიდევ მაისში ჩატარდა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს