Logo

ოკუპანტებმა ენერგოდარი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები

უკრაინა
928
Frontnews image description

რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ენერგოდარს, ზაპოროჟიეს ოლქში, ატომურ ელექტროსადგურთან. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელი და ძაღლი, რომელსაც ის სეირნობდა, – ამის შესახებ ქალაქის მერმა დიმიტრი ორლოვმა განაცხადა.

 

“14 აგვისტოს ოკუპანტების მიერ განზრახ განხორციელებულმა პროვოკაციებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ენერგოდარში”, – აღნიშნა მან.

 

დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

თაგები:

უკრაინა
Advertisement