Logo

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს

უკრაინა
1258
Frontnews image description

უკრაინული კომპანია „ენერგოატომის“ განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს.

 

საბრძოლო მასალების აფეთქება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის №1 ენერგობლოკთან და სასწავლო ცენტრთან მოხდა.

 

ჯერჯერობით უცნობია, შეიცვალა თუ არა რადიაციული ფონი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების შედეგად.

Advertisement