ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ჭიათურის კულტურის ცენტრში ონლაინ კონფერენცია გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ჭიათურის სასწავლო საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინიციატივითა და ორგანიზებით სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია – ,,1921 წლის სისხლიანი თებერვალი“ გაიმართა.
კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ ბახტაძემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ბესიკ გაფრინდაშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, ისტორიკოსმა ირაკლი გიორგაძემ, ირლანდიის ქართული სკოლა "ლამპარის" ისტორიის პედაგოგმა ქეთევან ჯიღაურმა, ისტორიის მაგისტრმა გიორგი გაფრინდაშვილმა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებმა და ისტორიის პედაგოგებმა.
გამომსვლელებმა სიღრმისეულად ისაუბრეს ბრძოლის დაწყების მიზეზებზე, მსვლელობაზე, შედეგებზე, ომის გმირებზე. გაიხსენეს საქართველოს ეროვნული გმირი, მოწყალების და, საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაღუპული მარო მაყაშვილი და ტაბახმელას ბრძოლას შეწირული ახალგაზრდა იუნკერები.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს