ოლენა ზელენსკა – ჩვენ გვაქვს უფლება, არ მოგვკლან საკუთარ სახლებში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას განცხადებით, უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ადამიანის უფლებების გამარჯვებას.
უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ გაეროს სპეციალურ სესიაზე ჩართვისას ზელენსკა რუსეთის დანაშაულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა.
“უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ადამიანის უფლებების გამარჯვებას უკანონობაზე, წამებასა და ნგრევაზე. ამიტომ, უკრაინისთვის სამართლიანობა არის სამართლიანობა მთელი მსოფლიოსთვის”, – განაცხადა ზელენსკამ.
მისივე თქმით, ბახმუტში შეჭრის დაწყებამდე დაახლოებით 80 000 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი დაახლოებით 5000 დარჩა – მათ შორის დაახლოებით 150 ბავშვი.
“ჰუმანიტარული დახმარებისა და წყლის მისაღებად ამ ადამიანებს ყოველდღიურად დაბომბვების ქვეშ უწევთ გადაადგილება, ისინი ყოველდღე იღუპებიან.
უკრაინის ნებისმიერ ქალაქში, ლონდონში, ბერლინში ან ნიუ-იორკში, ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ თავისუფლად, არ მოგვკლან ან არ გვაწამონ”, – განაცხადა ზელენსკამ.
თაგები:
ოლენა ზელენსკა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს