
ავტორი
Front News საქართველო
მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი “ტვიტერზე” ეხმაურება.
ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს.
“ყოველთვის მახარებს, როცა ჩვენი გეგმების ხორცშესხმას ვხედავ! ევროპის €17 მილიარდიანი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა დღეს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს შავი ზღვის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესახებ. ვერთიანდებით საერთო ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მოსატანად ყველასთვის. ევროპა ასრულებს თავის დანაპირებს!”- აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.
თაგები:
ოლივერ ვარჰეი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს