
ავტორი
Front News საქართველო
გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი დაიწყო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოლივერ ვარჰეის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდნენ.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტისას საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოლივერ ვარჰეი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც. შეხვედრა 15:15 სთ-ზე ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
თაგები:
ოლივერ ვარჰეი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს