
ავტორი
Front News საქართველო
ნაცვლად თვეში ერთი სხდომისა, სასამართლომ განსაზღვრა ორი და სამი სამუშაო დღე, რაც ნიშნავს იმას, რომ გაჩნდა ინტერესი, რომ სასამართლო სხდომა დასრულებულიყო იმაზე ადრე, ვიდრე არსებული გრაფიკის პირობებში, - ამის შესახებ ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლე თამარ მახარობლიძეს ახლა დისკომფორტს სხდომაზე ადვოკატები უქმნიან, რის გამოც ის უმიზეზოდ აძევებს მათ პროცესებიდან.
"აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე მისი გახსნის დღიდან, რაც არსებითი განხილვა დაიწყო ამ სასამართლო სხდომის, პირველივე დღიდან რაც გავაკეთეთ ის იყო, რომ ქალბატონი თამარ მახარობლიძის აცილება მოვითხოვეთ. აცილების საფუძველი იმდენად აშკარა და მკვახეა, რომ ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ველოდებოდით, რომ შუამდგომლობა დაკმაყოფილდებოდა. ქალბატონ თამარს 2019 წლიდან 2023 წლამდე გაკეთებული ჰქონდა საჯარო განცხადებები და ის პოზიციონირებდა, როგორც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი პროპაგანდისტი და ოპოზიციას მოიხსენიებდა მადისკრიტირებელი განცხადებებით, მათ საქმიანობას უწოდებდა სამშობლოს და ქვეყნის საწინააღმდეგოს. აქვე, თავს ესხმოდა აწ უკვე დარბაზიდან გაძევებულ ბექა ბასილაიას და დიტო საძაგლიშვილს. ეს ქალბატონი 2023 წლის შემდეგ გახდა მოსამართლე, თუ არ ვცდები, არ მინდა, საზოგადოება შეცდომაში შევიყვანო. ის მაშინ იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა და პარალელურად ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას, მან გარკვეული ტიპის კონფერენცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც, დასკვნის სახით ასეთი გადაწყვეტილება გაჟღერდა, რომ ლევან მურუსიძე გახლდათ პოლიტიკური დევნილი, რომელსაც ქართული ოპოზიცია დევნიდა. ეს იყო ამ კონფერენციის შედეგი, რომელიც თამარ მახარობლიძემ მიიღო.
რაც შეეხება სასამართლო სხდომების დაჩქარებას, ჩვენ გვქონდა შემუშავებული განსაზღვრული გრაფიკი, რომლის თანახმადაც, თვეში ერთხელ უნდა გვქონოდა სასამართლო სხდომა, ეს მხარეთაშორის მისაღები ფორმატი იყო. ამის შემდეგ ისე, რომ არავითარი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობდა - დარბაზში არაფერი მომხდარა, რაც ამას განაპირობებდა, ნაცვლად თვეში ერთი სხდომისა, სასამართლომ განსაზღვრა ორი და სამი სამუშაო დღე, რაც ნიშნავს იმას, რომ გაჩნდა ინტერესი, რომ სასამართლო სხდომა დასრულებულიყო იმაზე ადრე, ვიდრე არსებული გრაფიკის პირობებში.
ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ახლა ეს ტემპიც კი აღარ არის მისაღები სასამართლოსთვის და ახლა ხელისშემშლელ ფაქტორებად მივაჩნივართ ჩვენ, უფლებადამცველები. ეს არის მათი შემდეგი ნაბიჯი. დიტო უბრალოდ სიტყვას ითხოვდა და ამის გამო გააძევა, ბექა ბასილაიამ კი საკუთარი ოჯახის წევრის ავტოავარიის შესახებ გაიგო სხდომაზე და სთხოვა მოსამართლეს, რომ ტელეფონით მაინც გაერკვია, თამარ მახარობლიძემ უარი განუცხადა. როცა მობილურზე შემომავალ ზარს უპასუხა ბექამ, რასაც ნებისმიერი ადამიანი ასე გააკეთებდა, მოსამართლემ, თითქოსდა წესრიგის დარღვევის მიზეზით გააძევა სხდომის დარბაზიდან. ამას ვამბობ იმიტომ, რომ წარმოდგენა გვქონდეს, რა დღეშია რეჟიმი", - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ, რომელიც ე.წ. საბოტაჟის საქმეს განიხილავს, ბრალდებულების ორი ადვოკატი ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი სხდომიდან გააძევა.
თაგები:
ომარ ფურცელაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს