Logo

ომი უკრაინაში – რუსეთის სამხედრო დანაკარგი 26-ე დღეს

უკრაინა
420
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე აგრესორის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 15 000 სამხედრო დაკარგა.    

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 21.03-მდე:   

 

ტანკები – 498, ჯავშანტექნიკა – 1 535, საარტილერიო სისტემები – 240, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 80, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 45, თვითმფრინავი – 97, ვერტმფრენები – 121, საავტომობილო ტექნიკა – 969, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 3, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 60, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 24, სპეციალური ტექნიკა – 13.    

 

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

თაგები:

უკრაინა
Advertisement