
ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვედზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი „დელტასთან“ შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების შემთხვევები 1,5-3 დღეში ორმაგდება.
“მუტირებული ვარიანტი სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, რომლის მოსახლეობა მაღალი იმუნიტეტით გამოირჩევა, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს გამოწვეულია თუ არა ვირუსის უნარით, თავი აარიდოს იმუნურ სისტემას, ან მისი ინტენსიური გადადების უნარით, ან ორივეს კომბინაციით“, – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, ჯერ კიდევ შეზღუდულია მონაცემები „ომიკრონის“ კლინიკური სიმძიმის თაობაზე.
“მეტი მონაცემებია საჭირო, სიმძიმის პროფილის გასაგებად და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ვაქცინაცია და უკვე არსებული იმუნიტეტი. ჯერ კიდევ შეზღუდულია ხელმისაწვდომი მონაცემები და არ არის განხილული მტკიცებულება „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობის თაობაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ომიკრონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს