Logo

ომის 15 დღე უკრაინაში – რუსეთის საბრძოლო დანაკარგი

უკრაინა
10.03.2022 / 11:58
1005
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე აგრესორის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში 12 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 10.03-მდე: 

 

პერსონალი – 12 ათასზე მეტი ადამიანი, ტანკები – 335, ჯავშანტექნიკა – 1105, საარტილერიო სისტემები – 123, MLRS (მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა) – 56, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 29, თვითმფრინავი – 49, ვერტმფრენები – 81, საავტომობილო ტექნიკა – 526, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 3, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 60, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 7. 

 

როგორც გენერალურ შტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტ მონაცემებს მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

Advertisement