ომის 27-ე დღე უკრაინაში – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 15 300-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. გარდა ამისა, 26 დღეში განადგურებულია მტრის 509 ტანკი.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 22.03-მდე:
ტანკები – 509, ჯავშანტექნიკა – 1 556, საარტილერიო სისტემები – 252, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 80, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 45, თვითმფრინავი – 99, ვერტმფრენები – 123, საავტომობილო ტექნიკა – 1000, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 3, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 70, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 35, სპეციალური ტექნიკა – 15.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს