Logo

ომის 98-ე დღე – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
334
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                     

 

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან რუსეთმა უკვე დაკარგა დაახლოებით 30 700 (+200) სამხედრო მოსამსახურე. ასევე განადგურდა მოწინააღმდეგის 175 ვერტმფრენი.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 01.06-მდე:  ტანკები – 1 361 (+3), ჯავშანტექნიკა – 3 343 (+41), საარტილერიო სისტემები – 659 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 207 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 94 (+1), თვითმფრინავი – 208 (+0), ვერტმფრენები – 175 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 290 (+15), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0),  ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 519 (+4), სპეციალური ტექნიკა – 49 (+1), საკრუიზო რაკეტები – 120 (+0).     

 

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

Advertisement