Logo

ომის მე-20 დღე უკრაინაში – განადგურებული 13 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და ასობით სამხედრო ტექნიკა

უკრაინა
689
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე აგრესორის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.   

 

გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში 13 500-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.   

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 15.03-მდე:  

 

ტანკები – 404, ჯავშანტექნიკა – 1 279, 640 სატრანსპორტო საშუალება, 81 თვითმფრინავი, საარტილერიო სისტემები – 150, MLRS (მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა) – 64, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 34, ვერტმფრენები – 95, საავტომობილო ტექნიკა – 617, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 3, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 60, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 9.  

Advertisement