Logo

ომის მერვე დღე უკრაინაში – რუსეთის დანაკარგი ყოველდღიურად იზრდება

უკრაინა
459
Frontnews image description

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის საერთო დანაკარგებმა დაახლოებით ცხრა ათასი ადამიანი შეადგინა, – მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

 

მისივე ცნობით, ოკუპანტებმა დაკარგეს 217 ერთეული ტანკი, 900 ერთეული საბრძოლო ჯავშანმანქანა, 90 ერთეული საარტილერიო სისტემა, 42 ერთეული სარაკეტო რეაქტიული სისტემა, 11 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 30 ერთეული თვითმფრინავი, 31 ერთეული ვერტმფრენი, 274 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, ორი ერთეული მსუბუქი კატარღა, 60 ერთეული საწვავის ავზი, სამი ერთეული ტაქტიკურ-ოპერატიული უპილოტო საფრენი აპარატი.

 

“მონაცემების დაზუსტება მიმდინარეობს. ზუსტ გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

 

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციას არ აქვს კონტაქტი მის 8000 სამხედრო მოსამსახურესთან.

თაგები:

უკრაინა
Advertisement