Logo

“ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის“ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა

საზოგადოება
1431
Frontnews image description

ააიპ “ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის“ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა.

 

ბაღის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

 

“პროექტის ფარგლებში ბაღის შენობას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, შეიცვალა სასმელი წყლისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა და მოწესრიგდა შიდა და გარე ფასადი. ბაგა-ბაღის ეზოში ასევე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე.

 

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ააიპ “ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღში” თებერვლის თვის ბოლოს განახლდება.

 

უახლოეს პერიოდში, პატარები და პედაგოგოები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ახლადგარემონტებულ, კომფორტულ და კეთილმოწყობილ შენობაში გააგრძელებენ. ბავშვებს დახვდებათ ჯანსაღი გარემო, რაც უმნიშვნელოვანესია მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის.

 

ამჟამად, ბაგა-ბაღის შენობაში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს ასაკობრივი ჯგუფების საბავშვო ინვენტარით აღჭურვა.

 

12 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, ააიპ “ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის“ პერსონალთან ერთად, აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სააღმზრდელო დაწესებულების დალაგება-დასუფთავების პროცესში.

 

ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აწარმოებდა ამხანაგობა “დელტამშენი” და ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 699 900 ლარს (95% – სახელმწიფო და 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან). სამუშაოები დასრულდა ვადაგადაცილებით, რის საფუძველზეც განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

თაგები:

ონი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები