Logo

ონის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გიგა სახელაშვილის სახელობის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

პოლიტიკა
389
Frontnews image description

ონის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან” გივი მეტრეველთან ერთად, ქალაქ ონში ბააზოვის ქუჩის და აგვისტოს ომში დაღუპული გიგა სახელაშვილის სახელობის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

 

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ქალაქსა და აღნიშნულ ქუჩაზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ და მათი დროულად მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

 

ადგილობრივებთან შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქალაქში არსებულ გამოწვევებს, პრიორიტეტულ თემებსა და სამომავლო გეგმებს.

თაგები:

ონი
Advertisement