ონში აგრარული ბაზრის პროექტირება დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ონში აგრარული ბაზრის პროექტირება დაიწყო, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობასთან და ქ.ონში აგრარული ბაზრის მოვაჭრეებთან შეხვედრები გამართა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, არსებული ბაზარი, ტერიტორიის სიმცირის გამო ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს, რის გამოც საჭირო გახდა პროექტის დაგეგმვა, რათა უახლოეს მომავალში სრულად განახლდეს ყოფილი ბაზრის ტერიტორია, სადაც მოეწყობა ღია და დახურული სავაჭრო ფართები, აშენედება ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები, რომელიც შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მოხდება ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა. ხელი შეეწყობა სოციალური გარემოს გაუმჯობესებას, გაიზრდება მომსახურების ხარისხი. პროექტის ღირებულება შეადგენს 700 000 ლარს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან – გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ძველი და ახალი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
სერგი ხიდეშელის განცხადებით, ქალაქ ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზარი გაიხსნება, რომლის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
პროექტი განხორციელდება ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ონის მოსახლეობისა და ადგილობრივი მოვაჭრეების ინტერესები.





