“ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი, მან მოსპო ყოველგვარი რესურსი იმისათვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო”


ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკების ჩაშლაში ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"ჩვენ გავაცანით უმრავლესობის წევრებს გუშინდელი შეხვედრის დეტალები. ბუნებრივია, აინტერესებდა გუნდს ის ნიუანსები, რაც გუშინდელ დიალოგს უკავშირდებოდა. რაც ხდებოდა გუშინ თქვენც იცით, ვინ აყენებდა იქ ულტიმატუმებს და ვინ არა, ვინ იყო კონსტრუქციული და ვინ არა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას უკვე აქვს ინფორმაცია.
ჩვენ არ გვქონდა დაყენებული არც ერთი ულტიმატუმი მოდერატორის წინაშე და იმ დიპლომატების წინაშე, რომლებიც წარმართავდნენ ამ დიალოგს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ჰქონდათ ორი ულტიმატუმი: ერთი უკავშირდებოდა არჩევნებს, პლებისციტს და მეორე – რურუას თემას. ბატონმა დანიელსონმა დოკუმენტთან დაკავშირებით ჰკითხა აზრი და როდესაც ოპოზიციამ დააყენა ეს ორი ულტიმატუმი, დანიელსონმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი. ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი, მან მოსპო ყოველგვარი რესურსი იმისათვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო, თავისი არაკონსტუქციული მიდგომით და ულტიმატუმებით", -განაცხადა კობახიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს